LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე, ბაზარზე ვირუსების ქართული სამაგიდო სტერილიზატორი გამოჩნდება

116
teqno

ვირუსების ქართული სტერილიზატორი BLUE LIGHT სერიული წარმოებისთვის ემზადება. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, პროდუქტი, სავარაუდოდ, 6 თვეში გამოვა ბაზარზე და რამდენიმე ასეული დოლარი ეღირება.

“ვმუშაობთ იმაზე, რომ ინოვაციური დანადგარი სერიულად ვაწარმოოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ პირვანდელი პროტოტიპის აწყობას, დაახლოებით სჭირდებოდა 6 საათი, ახალი მოდელი უნდა აეწყოს, მაქსიმუმ 15 წუთში. სტერილიზაციის პრინციპი დარჩება იგივე, გავაუმჯობესებთ დიზაინს, შევამცირებთ დროს და გვექნება ბაქტერიოციდული 100%-იანი მოქმედება. აქცენტს ვაკეთებთ ეფექტურობასა და სისწრაფეზე,“ – ამბობს BLUE LIGHT-ის დამფუძნებლი სანდრო ოქროპირიძე.

აღსანიშნავია, რომ სამაგიდო სტერილიზატორი მცირე ზომის ნივთებზე ვირუსებს, ბაქტერიებს და სხვა მიკროორგანიზმებს ინდუსტრიული სიმძლვრის, UVC ტალღის გერმიციდული ნათურით და ყველა მხარეზე დამონტაჟებული ამრეკლავებით უმოკლეს დროში ანადგურებს. სამაგიდო სტერილიზატორის მუშაობის ეფექტურობა ლაბორატორიული კვლევებით უკვე დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები