LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიაში არჩევნები 6 თვის ვადაში უნდა ჩავატაროთ – ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე

99

ესპანეთის მთავრობა საკუთარ ამოცანად კატალონიაში კანონის აღდგენასა და არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მარიანო რახოიმ, განაცხადა.

„პირველ რიგში, საჭიროა, კანონიერება აღვადგინოთ. ამიტომაც ავამოქმედეთ კონსტიტუციის 155-ე მუხლი. შემდეგ უნდა ჩავატაროთ არჩევნები ექვსი თვის განმავლობაში,“ – აღნიშნა მარიანო რახოიმ.

მან კატალონიის მთავრობას ნორმალური თანაცხოვრების აღდგენისკენ მოუწოდა.

მარიანო რახოის განცხადებით, „სიტუაცია საკმაოდ რთული გახდა, ვინაიდან კატალონიის მთავრობის თავმჯდომარემ და ჟენერალიტეტმა საკუთარი თავი კანონგარეშედ დააყენეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები