LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკებს ელექტროენერგიის გადასახადი, შესაძლოა, დაუსუბსიდირდეთ

83
20190301171705

შესაძლოა, კლინიკებს ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი დაუსუბსიდირდეთ. ამის შესახებ სექტორის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

“მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ ეკონომიკურ გუნდთან შეთანხმებით, გაძვირებულ კომუნალურ ტარიფებზე, შესაძლოა, მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს დროის დიდ მონაკვეთში, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, თუმცა, მოკლე მონაკვეთში მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო გრძელვადიან საკითხებზე ვიმუშაოთ”,- განაცხადა “ევექსი ჰოსპიტლების” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრა შედეგიანი იყო და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სექტორში დაგროვებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. როგორც “ევექსი ჰოსპიტლების” გენერალურმა დირექტორი ამბობს, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები, შესაძლოა, გადაიხედოს.

„შევთანხმდით, რომ მომავალი კვირიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელთაგან ერთი იმუშავებს ტარიფების ღია და გამჭვირვალე ფორმულის დადებაზე და მოხდება ფასთა ინდექსაციის მექანიზმიც. ინდექსაცია შესაძლოა მოხდეს სამ წელიწადში ერთხელ, რაც ასევე მისაღებია. აქ საუბარია მთლიანად საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებულ ტარიფებზე. რადგან გაიზარდა პროდუქციის თვითღირებულება, ამის გამო უნდა დაიდოს ახალი ფორმულა, რომლის მიხედვით მოხდება სრული თუ არა, ნაწილობრივი ასახვა. შესაძლებელია, თვითღირებულებას მიებას ტარიფები“,- აღნიშნა მინდიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები