LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ინსპექცია სპორტული დარბაზების მუშაობის აღდგენის გეგმაზე მსჯელობს

89
gym-1024x683

შრომის ინსპექცია, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სპორტული დარბაზების მუშაობის აღდგენის გეგმაზე მსჯელობს. ამის შესახებ  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პროცესის დაწყება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი.

„გვესმის მათი პროტესტი და ასევე ის გამოწვევები, რომელიც დღეს ამ სექტორის მიმართ არის. მაგრამ სპეციფიკიდან გამომდინარე რომ დავაკვირდეთ, პირბადეს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის ოქროს იარაღია, სპორტულ დარბაზში ვერ იყენებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ ვმსჯელობთ სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის ვაქცინირებული ადამიანების, გატესტილი ადამიანების მეშვეობით რომ იყოს ეტაპობრივი აღდგენა. ეს უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნა ფერაძემ.

შეგახსენებთ, ფიტნეს ცენტრები საქართველოს მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, კომპანიებს ფინანსური რესურსი აღარ გააჩნიათ: ნაწილი უკვე დაიხურა, ნაწილი დახურვის პირასაა. ამიტომ, სექტორი სესხის პროცენტის სუბსიდირებას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები