LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამალა ჰარისის გერი, 22 წლის ელლა ემჰოფი „სტილის ახალ ვარსკვლავად“ დაასახელეს

181
kamaladaughter2021

ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ანსამბლი კამალა ჰარისის გერმა და დაგ ემჰოფის ქალიშვილმა, 22 წლის ელლამ შექმნა. ინაუგურაციას ის მამასთან და ძმასთან, 26 წლის ქოულთან ერთად ესწრებოდა. სხვათა შორის, ინაუგურაციაზე ასევე იმყოფებოდა, დაგ ემჰოფის პირველი მეუღლე, პროდიუსერი კრისტენ ემჰოფი. მოდის ექსპერტებმა მაშინვე მიაქიციეს ყურადღება 22 წლის ელლას უცნაური სტილს, ინაუგურაციაზე ის ბრწყინავდა „მიუ მიუს“ კუბოკრულ პალტოში, რომელსაც ულამაზესი თვლები ამშვენებდა.

ამავე დღეს ელლა „ბათშევა ჰეის“ ულამაზეს ბორდოსფერ კაბაში იყო გამოწყობილი. კაბა ელლამ შავ ჩექმასთან შეახამა და სწორედ ამ ფორმით წარსდგა ინაუგურაციის შემდეგ წვეულებაზე. მოდის ექსპერტებმა ლლა ემჰოფი „სტილის ახალ ვარსკვლავად“ დაასახელეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები