LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული, ფრანგული თუ იტალიური შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა – ირაკლი კობახიძე

239

“რუსული, ფრანგული თუ იტალიური შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა,” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებებს საარჩევნოდ პარტიების არათანაბარ რესურსებთან დაკავშირებით.

“ეს არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, რითაც უნდა დაკავდნენ შესაბამისი უწყებები. პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის პრობლემა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმაში, რომ იყო პასიური. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარირებული თანხების კონტროლი, თუმცა ეს არის გამოწვევა, რომელსაც ყველა უნდა ვებრძოლოთ.

“ჩვენ ყურადღებით გავეცნობით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და რეკომენდაციებს. საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში. დაფინანსებასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, დეკლარაციები არ ასახავს პარტიების რეალურ შემოსავლებს და ხარჯებს. ოპოზიციური პარტიები თავს იკავებენ ამისგან, რასაც აქვს თავისი სუბიექტური მიზეზები,” –  განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები