LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სფეის X”-მა დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების რეკორდული რაოდენობა გაუშვა

173
142305304-230832388699226-3420497155139116811-n

,,სფეის X”-მა დედამიწის ორბიტაზე ერთი რაკეტით ერთდროულად 143 თანამგზავრი გაუშვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას “ბი ბი სი” ავრცელებს, რომლის ცნობითაც თანამგზავრები ორბიტაზე  რაკეტა ,,ფალკონ 9″-ის საშუალებით ფლორიდიდან გაუშვეს.

საერთო ჯამში, ისინი 30 სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკუთვნის. კლიენტებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნების  მთავრობები, ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და მსხვილი კომპანიები. 10 თანამგზავრი კი თავად ,,სფეის X”-ის საკუთრებაა. ისინი გლობალურ სისტემა ,,სტარლინკს” შეუერთდებიან, რომლის მიზანიც მთელი პლანეტის ინტერნეტით უზრუნველყოფა გახლავთ.

ყველაზე მეტი, 48  სატელიტი ,,ფალკონზე” სან ფრანცისკოში მდებარე კომპანიას, ,,პლანეტ ლაბს” ეკუთვნის, რომელიც დედამიწის ზედაპირზე ყოველდღიურ დაკვირვებას ახდენს. ახალ თანამგზავრულ ფოტოებს კომპანიას მინი-სატელიტები, ე.წ. SuperDoves სატელიტები მიაწვდიან, რომლებიც ზომაში ფეხსაცმლის ყუთს არ აღემატებიან. აღსანიშნავია, რომ “ფალკონზე” უფრო პატარა სატელიტებიც იყო განთავსებული, რომლეთაგან ზოგი ყავის ჭიქის, ზოგი კი წიგნის ზომისაა.

ცალკე აღნიშნვნას იმსახურებს ორბიტაზე ,,სფეის X”-ის რაკეტით გაგზავნილი რადარული სატელიტები, რომლებიც საშუალო ჩემოდნის ზომისაა. ტრადიციულად, რადარული სატელიტების გაგზავნა  ორბიტაზე მათი დიდი ზომებიდან და მასიდან გამომდინარე აქამდე საკმაოდ რთული და ძვირადღირებული სიამოვნება იყო, თუმცა ეს პრობლემა ახლა გადაჭრილია. აღსანიშნავია, რომ რადარულ თანამგზავრებს ჩვეულებრივებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს – ისინი ღრუბლების მიღმაც “ხედავენ”, და ჩვეულებრივი ოპტიკური კამერებისგან განსხვავებით თავის ფუნქციას სიბნელეშიც ისევე კარგად ასრულებენ, როოგრც დღის სინათლეზე.

როგორც აღვნიშნეთ, ,,სფეის X” ამ გაშვებით მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. წინა რეკორდი ერთ-ერთ ინდურ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელმაც 2017 წელს ორბიტაზე ერთი რაკეტით 104 თანამგზავრი  გაუშვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები