LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კახელმა ირემმა ვიდეო “სელფი” გადაიღო

154
iremi

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო სახალისო ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეა გადაღებული.

„ირემმა ვიდეო “სელფი” არ იკმარა და ფოტოხაფანგის დაგემოვნება გადაწყვიტა“, – იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.

აღსანიშნავია, რომ ონავარი ირემის ვიდეოს, სოციალურ ქსელში, უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.

შეგახსენებთ, ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) იდენტიფიცირებულია, როგორც:

  • ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის გლობალური ეკო-რეგიონი (კავკასიური შერეული ტყეების ეკო-რეგიონი);

  • ძირითადი ორნიტოლოგიური ტერიტორია (Important Bird Area (GE024);

  • საერთაშორისო კონსერვაციის (Conservation International) – ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ასევე აღიარებულია, როგორც „ზურმუხტის ქსელის“ პოტენციური კანდიდატი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში – კვალიფიცირდება Natura 2000-ისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები