LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილია დაწყევლილია: ავიაკატასტროფას კიდევ ერთი გუნდის ფეხბურთელები ემსხვერპლნენ

182
Screenshot 2021-01-25 102138

ავიაკატასტროფაში დაიღუპა „პალმასის“ 4 ფეხბურთელი და კლუბის პრეზიდენტი. ეს გუნდი ბრაზილიის მე-4 დივიზიონში თამაშობს.

თვითმფრინავი, რომელშიც „პალმასის“ ფეხბუთელები ისხდნენ, აფრენისას დაიმსხვრა.

აფრენიდან ძალიან მალე თვითმფრინავი მიწაზე დაენარცხა, ასაფრენ ბილიკთან ახლოს.

კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ ფეხბურთელები ლუკას პრაკსედესი, გილერმე ნოე, რანულე და მარკუს მოლინარი, ასევე ვერ გადარჩნენ კლუბის პრეზიდენტი ლუკას მეირა და პილოტი.

თვითმფრინავი გოიანიში მიფრინავდა, სადაც „პალმასს“ „ვილა ბოვასთან“ უნდა ეთამაშა.

 

შეგახსენებთ, 2016 წლის 28 ნოემბერს ბრაზილიაში მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელსაც სამხრეთ ამერიკის თასის პირველ ფინალურ მატჩზე „შაპეკოენსეს“ გუნდი მიყავდა, კოლუმბიის ტერიტორიაზე ავიაკატასტროფა განიცადა. ბორტზე 77 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას გუნდის სამი წარმომადგენელი გადაურჩა.

 

სპორტი და ტრაგედია: ისტორიის უდიდესი ავიაკატასტროფები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები