LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი შეზღუდვების წინააღმდეგ – აქტივისტების ნაწილმა ღამე კარავში გაატარა

95
24 იანვრის აქცია

24 იანვრის აქცია, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, კვლავ პარლამენტთან დასრულდა.

აქტივისტების ნაწილი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. ისინი კარვებში ყოფნას, დაახლოებით, ორი თვე აპირებენ.

პროტესტის ამ ფორმით შეკრებილებმა ქვეყანაში არსებული შეზღუდვები გააპროტესტეს და ბათუმში დაკავებულ ირაკლი ფანგანს სოლიდარობა გამოუცხადეს. მსვლელობის დროს აქტივისტებს საპატრულო ეკიპაჟები მიაცილებდნენ.

“ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან მონობას და იმას, რომ სახელმწიფო მიტაცებულია, ასე თავგანწირვით არღვევენ მონურ წესებს, რომელიც არის არაკონსტიტუციური და ერთადერთი, ემსახურება იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა,” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.