ევროპარლამენტის რეზოლუცია და საქართველოს სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა – დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტას ითხოვს
რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, დამატებითი სანქციების დაწესებისთვის.
„ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და შეაჩეროს მათი რუსეთის მმართველობის ქვეშ ინტეგრაციის მცდელობები, გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას – წერია რეზოლუციაში.
აქვე საუბარია ევროკავშირის ვალდებულებაზეც.
„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, განაგრძონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებადობდის განვითარება და გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ერთიან ბაზარზე შესვლისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მეშვეობით” – წერია რეზოლუციაში.