LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ – პაციენტის წერილი ლევან რატიანს

135
BeFunky-collage

კორონავირუს გადატანილი პაციენტი მედეა კახიძე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, სოციალურ ქსელში ლევან რატიანს მადლობას უხსდის და წერს, რომ მან სიცოცხლე აჩუქა.

გარდა ამისა, მედეა კახიძე კლინიკაში არსებულ ვითარებაზე წერს და აღნიშნავს, რომ “მომავლის არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან შესანიშნავი ექიმთა თაობა იზრდება”.

“Covid-19 ინფექციით დაავადებული მოვხვდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჩემი დაავადება ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. (ფილტვების დაზიანების 20–22ქულა) ეს იყო სიკვდილ სიცოცხლესთან ბრძოლა. მე თვითონ გახლავართ 45– წლის სტაჟის მქონე ექიმი, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნამუშევარი, ცუდად კი ვიყავი, მაგრამ თვალი ყველაფერს ხედავდა და აღიქვამდა.

მე გამაოგნა კლინიკაში არსებულმა მენეჯმენტმა, რომელიც არც ისე ადვილი მისაღწევია სამედიცინო სფეროში. ერთ გუნდად შეკრული მედ-პერსონალი, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის ფასად იბრძვიან თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად.

22 დღე ვიწექი ინტენსიურ განყოფილებაში, ამ ხნის განმავლობაში ვნახე უამრავი მძიმე შემთხვევა, ახალგაზრდა ექთნები დაუღალავად, პირმცინარე ყოველ მეორე დღე მორიგეობდენ, მე არ ჩამოვთვლი მათ სახელებს (ვინმე რომ არ გამომრჩეს), განსაკუთრებით დამამახსოვრდა ექიმი –გიორგი ბარაბაძე, თავისი კეთილი აუღელვებელი იმედიანი თვალებით, არაჩვეულებრივი პროფესიონალი, ერთი თვალის გადახედვით ამჩნევდა ვის რა უჭირდა.

მე 4–5 კურსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები, ისინი ასრულებდენ სანიტრის და ექთნის მოვალეობებს. არ უნდა შეგვეშინდეს მომავლის, დამერწმუნეთ რომ შესანიშნავი ექიმთა თაობა იზრდება.

რაც შეეხება კვებას, დროულად(ცხლად) მიწოდებული სამჯერადი კვება, რაციონით განაწილებული თითოეულ პაციენტზე. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ლევან რატიანი, ბევრი მინახავს მეცნიერი რომელსაც უჭირს თავისი ცოდნის გაზიარება ახალგაზრდებისთვის, ლევან რატიანის სტუდენტები უკვე ჩამოყალიბებული ექიმები არიან, მთელ თავის ცოდნას, გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნია.

რაც შეეხება ლევანს როგორც ექიმს, ეს პიროვნება არის შინაგანად ექიმი, კაცი რომელიც დღეში 2–3 ჯერ უვლის მთელ საავადყოფოს, ზეპირად იცის თითოეული პაციენტის დიაგნოზი და დანიშნულება, რაც ყველაზე მთავარია ლევანი ყველა პაციენტის იმედია.

ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, იყავი დღეგრძელი, რადგანაც გიყვარს ადამიანი. მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ”,-წერს მედეა კახიძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები