LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ გადააქვთ უფრო რთულად ქალებს პანდემია, ვიდრე მამაკაცებს

88
psiqologoebinews

GrlzWave სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ფსიქოლოგები რუსკა ზაალიშვილი და ლელა ცისკარიშვილი საუბრობენ, როგორ მოქმედებს სხვადასხვა გარემო ფაქტორი ქალების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და რა გზებით შეგვიძლია დავიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა.

როგორც ვიდეოში სპეციალისტები აღნიშნავენ, „ქალების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიამ განსაკუთრებით იმოქმედა. გაიზარდა დატვირთვა მომუშავე ქალებზე, რომლებმაც თან უნდა იმუშაონ, თან ბავშვებს მიხედონ, ზოგმა – მოხუც მშობლებსაც და ეს ყველაფერი სახლიდან უნდა მოახერხონ. ახლახან ჩატარდა ონლაინკვლევა, რომელზეც ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ილიას უნივერსიტეტმა ჩაატარეს. კვლევაში 2000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ადაპტაციის დარღვევები იყო წამყვანი ჩივილი, დეპრესია და შფოთვა და პროცენტულად უფრო მეტი მათ შორის ქალი გახლდათ. ზოგადად, ვიცით, რომ ქალებს უფრო მეტად ეხებათ დეპრესია, აშლილობა… მეტი სირთულე გვაქვს ბიოლოგიური და სოციალური თვალსაზრისით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები