LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვნანობ, რაც გავაკეთე: გურამ კაშია ლგბტ თემაზე პასუხობს

106

საქართველოს ნაკრების მცველმა და „ვიტესის“ კაპიტანმა, გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ატეხილ სკანდალს უპასუხა. გულშემატკივართა მნიშვნელოვანმა ნაწილმა კაშია ამ აქციაში მონაწილეობისთვის „ფეისბუქის“ მეშვეობით გააკრიტიკა.

„მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მას ყოველთვის დავუჭერ მხარს. რთულია ამის ახსნა, ჩვენს სამშობლოში ზოგიერთი ადამიანი ამას ვერ იღებს. ცოტანი იყვნენ ისინი, ვინც ჩემს „ფეისბუქზე“ გამოხატეს უკმაყოფილება და ცხადია, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს ჩემი პასუხისმგებლობაც იყო. მე არ მანაღვლებს – ვინ ხარ შენ, რას აკეთებ ამ ცხოვრებაში. თუ სხვა ადამიანს არაფერს უშავებ, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა – ეს ჩემი მრწამსია. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თუნდაც ათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს, თუ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, აუცილებლად წავალ სათამაშოდ“, – ციტირებს nos.nl კაშიას სიტყვებს.

შეგახსენებთ, ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის მატჩებში გუნდის კაპიტნები ლგბტ პირების მხარდასაჭერი სამკლაურით გავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები