LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დამსაქმებლებმა გააცნობიერეს, რომ ეფექტური საქმიანობისთვის აუცილებელი არაა თანამშრომელთა ოფისში სიარული

103
adobestock-335706355

ცვლილებები საოფისე სექტორში, სავარაუდოდ, 2021 წელსაც გაგრძელდება – ამის შესახებ ნათქვამია საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-ის 2020 წლის შეჯამებაში, სადაც მომდევნო წლების პროგნოზებზეცაა საუბარი.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად იმოქმედა კრიზისმა ბიზნესცენტრების მოიჯარეებზე. რამდენი მათგანი განაგრძობს ოპერირებას პოსტ კრიზისულ პერიოდში? ცვლილებებია მოსალოდნელი ვაკანტური საოფისე სივრცეების ათვისების კუთხითაც. დამსაქმებელთა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ეფექტური საქმიანობისთვის არ არის აუცილებელი თანამშრომელთა 100%-ის ოფისში სიარული. უკვე არაერთი კომპანია განიხილავს საოფისე ფართის შემცირებას. გარდა ამისა, ზოგიერთი კომპანია გეგმავს საერთო სამუშაო სივრცეებში საქმიანობის გაგრძელებას. მოსალოდნელია საოფისე სივრცეების ვაკანტურობის ზრდა, მეორე მხრივ კი მოთხოვნის ზრდა საერთო სამუშაო სივრცეებზე.

საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვევს ფასების ვარდნას. ბოლო წლებში, ბ+ კლასის საოფისე სივრცეები მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს ა კლასის საოფისე სივრცეებს. ხელსაყრელი პირობების და კარგი მდებარეობის პირობებში, ბ კლასის ოფისები თანდათანობით უფრო მეტად აქტუალური ხდება და ამ ეტაპზე სექტორის 2/3-ს წარმოადგენს. რომელი ტიპის საოფისე სივრცეები იქნება უფრო მოთხოვნადი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შემცირდება საიჯარო ღირებულება. თუმცა საიჯარო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, რაც როგორც წესი 6 თვიანი ვადით ფორმდება, საოფისე სექტორთან დაკაშირებული ცვლილებები სხვა სექტორებთან შედარებით გვიან გამოვლინდება“, – აცხადებენ Cushman & Wakefield Georgia-ში.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელი განსაკუთრებით კრიზისული იყო საოფისე სექტორისთვის. საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოიჯარეები ითხოვდნენ საიჯარო ღირებულებისგან გათავისუფლებას, რაზეც მეიჯარეები უარს აცხადებდნენ. ზაფხულში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, მიღწეულ იქნა შეთანხმება საიჯარო ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებით მოკლევადიან პერიოდში და გარდა ამისა, მეიჯარეთა 50-70% ოფისებს დაუბრუნდა. თუმცა, ვირუსის მეორე ტალღამ მდგომარეობა კვლავ გაართულა და კვლავ საგანგებო მდგომარეობა გაოცხადდა. წლის დასასრულს, როგორც ა, ისე ბ ტიპის საოფისე სივრცეების ვაკანტურობა 55%-მდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები