Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
OSCE: ადამიანების აღრიცხვა ვინ მივიდა და ვინ არა არჩევნებზე, დაუშვებელია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

OSCE: ადამიანების აღრიცხვა ვინ მივიდა და ვინ არა არჩევნებზე, დაუშვებელია

72

ადამიანების ID მონაცემების აღრიცხვა და დაკვირვება, ვინ მივიდა და ვინ არა არჩევნებზე, დაუშვებელია, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორინ იონკერმა საარჩევნო უბნებთან ე.წ. ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საერთო ტენდენცია – ზოგ საარჩევნო უბანზე მეტად ფიქსირდებოდა, ზოგან – ნაკლებად.

“ადამიანების ID მონაცემების აღრიცხვა აბსოლუტურად დაუშვებელია. ასევე, არ უნდა ხდებოდეს იმ ადამიანებზე დაკვირვება, ვინც ხმას აძლევს, ან არ აძლევს, ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის არმიღებაც ადამიანის პოლიტიკური ნების გამოხატულებაა და არავის ინტერესს არ უნდა წარმოადგენდეს”, – განაცხადა კორინ იონკერმა.

დასკვნაში ასევე საუბარია საჩივრების შესახებაც და აღნიშნულია, რომ მათი რაოდენობა ბევრი არ ყოფილა.

“20 ოქტომბრის მონაცემებით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შედარებით მცირე რაოდენობის საჩივრი შევიდა. მათი უმეტესობა წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციების დარღვევებს და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას ეხებოდა”

წინასწარი დასკვნა სრულად, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები