ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გარბენი თბილისი მარათონი 22 ოქტომბერს უკვე მეექვსედ გაიმართა და სტარტი რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან 08:30 საათზე აიღო.
„თბილისი მარათონის“ მარშრუტმა კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალური უბნები მოიცვა – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტა ქალაქის ისტორიული ქუჩები.
თბილისი მარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰაიდელბერგცემენტი ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წელს „კასპის შშმ პირთა კავშირის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოახმარს. შესაბამისად, თბილისი მარათონის თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება.
2015 წლიდან თბილისი მარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად, ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing- ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.
თბილისი მარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება.
ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.
წლევანდელი ღონისძიების სპონსორები არიან, კომპანია „ვისოლ ჯგუფი“ – ვისოლი, ვენდისი, დანქინ დონათსი, კომპანია ალმა, კომპანია „ნაბეღლავი – „რაუხი“, „ბახმარო“, კომპანია DHL, კომპანია ორიფლეიმ ჯორჯია, საინფორმაციო ცენტრი 11808, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, VTB ბანკი, დავით ტატიშვილის გამაჯანსაღებელი ცენტრი, ფიტნეს ცენტრი „WorldClass“, ლუდსახარში „ზედაზენი“, რადიო „ჯაკო“, „აჭარასპორტი“, myvideo.ge, TKT.ge, საინფორმაციო ცენტრი my.ge, სასტუმრო „ქრაუნი პლაზა“, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, სასტუმრო „რუმზ ყაზბეგი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „კოლიზეუმი მარინა“, სასტუმრო „რიქსოსი ბორჯომი“, ტურისტული კომპანია „ნიუკაზი“, კომპანია „თაიმი“, Oshee, Vitamin Well, სპორტული მაღაზია „სითი სპორტი“, მაღაზია „ეფლ სითი“, მაღაზია Bike.ge, ელიტ ელექტრონიქსი, მაღაზია „ველო+“, Smart Photos. თბილისიმარათონის მედია მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი“.