ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თიანეთში „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა ამომრჩევეთა ხმების 54,44 % მიიღო.
ამ დროის მონაცემებით, თიანეთში 20 უბნიდან 17-ია დათვლილი. წინასწარი შედეგებით, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 45,56% დაუჭირა.
მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.