ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროის მონაცემებით, თბილისში 51.4% -ით კახა კალაძე ლიდერობს. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი.
ხმები ასე გადანაწილდა:
კახა კალაძე 51.4%
ზაალ უდუმაშვილი 16,68%
ალეკო ელისაშვილი 16.6%
ელენე ხოშტარია 7.39%
ირმა ინაშვილი 3,27%
კახა კუკავა 1,26%
გიორგი გუგავა 0,98 %
გიორგი ვაშაძე 1,85%