ტელეკომპანია “იმედი” ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატს, კახა კალაძეს, ამომრჩეველთა 53%-მა მისცა ხმა.
დამოუკიდებელი კანდაიდატი ალეკო ელისაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი 14%-ით მეორე ადგილზე არიან.
მერობის დანარჩენი კანდიდატის შედეგები, კი ამ ეგზიტპოლის მიხედვით, ასე გამოიყურება:
“ლეიბორისტების” მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა – 2%
“ევროპული საქართველოს” კანდიდატი ელენე ხოშტარია- 5%
“ერთობა-ახალი საქართველოს” კანდიდატი, გიორგი ვაშაძე -3%
“პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი -4%
“დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო” კახა კუკავა – 3%
“იმედის” ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია Gorbi–მ ჩაატარა.