“იუვენტუსმა” სარეკორდო, მე-9-ედ მოიპოვა იტალიის სუპერთასი. ზებრებმა “ნაპოლის” 2:0 მოუგეს. მატჩის გმირი კრიშტიანო რონალდო გახდა. მისმა გოლმა არა მარტო ტროფეი მოუტანა “ბებერ ქალბატონს”, არამედ თავად პორტუგალიელი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად აქცია.
გამარჯვების გოლი რონალდომ 64-ე წუთზე გაიტანა. იგი კუთხურის მოწოდებულზე, მეკარის საჯარიმოდან ასხლეტილ ბურთს დაუდარაჯდა და ბურთი ძლიერი დარტყმით ბადეში გაახვია. “ნაპოლის” მე-80 წუთზე გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ლორენცო ინსინიემ პენალტი ვერ გამოიყენა, ძელს მოარტყა. წამატებულ დროში ალვარო მორატამ წერტილი დასვა.
ახლა “იუვენტუსს” 9 სუპერთასი აქვს, რაც რეკორდია. მის მდევარ “მილანს” 7-ჯერ გაუმარჯვია.
კრიშტიანომ ტურინულ კლუბში მე-4 ჯილდო მოიგო. გარდა ამისა, გახდა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი – ნეაპოლელთა კარში გატანილი გოლი 760-ეა მის კარიერაში. თუმცა როგორც მივეჩვიეთ ალბათ პელე ამასაც გააპროტესტებს და არ ჩაუთვლის.
“იუვენტუსის” ახალბედა მწვრთნელ ანდრეა პირლოსთვის კი ეს პირველი სამწვრთნელო წარმატებაა.