კორონავირუსისგან გამოწვეული დაძაბულობის და გადატვირთულობის შესამსუბუქებლად, ლონდონში ავტობუსები სასწრაფო დახმარების მანქანებად გადააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას, The Guardian – ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრანსპორტში, სკამების უმეტესი ნაწილი ამოღებულია და თითოეულის საშუალებით, 4 პაციენტის გადაადგილებაა შესაძლებელი.
კვლევების თანხამად, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს და მდგომარეობა გაუარესდეს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსის ახალი შტამიც დაფიქსირდა, რომელიც, მეცნიერების განმარტებით, აქამდე ცნობილ სახეობასთან შედარებით უფრო გადამდებია.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 3 505 754 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 93 000-ზე მეტი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.