„1-ლი თებერვლიდან აუცილებლად უნდა გაიხსნას მთის კურორტები. სეზონი დროში ვერ გაიწელება. სეზონი არ ელოდება, ვინ როდის მიიღებს გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარე, შალვა ალავერდაშვილი აცხადებს. ის მთის კურორტების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს.
„თებერვალსა და მარტში მაინც უნდა იმუშაონ მაღალმთიანმა კურორტებმა იმისთვის, რომ მინიმუმ კომუნალური გადასახადები მაინც გადაიხადონ და არ გაუფუჭდეთ არსებული შენობები. იმ ფინანსურ ზარალს რაც მიიღეს, ტექნიკური ზარალიც არ უნდა დაერთოს თან.
მთავრობის პასუხი ყველაფერზე არის, ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. იმის წინააღმდეგები კი არ ვართ, რომ ქვეყანაში ეპიდემია არ გავრცელდეს, უბრალოდ, მთავარი მესიჯი ის არის, რომ ჩვენ გავაკეთებთ იმ მითითებებით ყველაფერს, რაზეც შევთნხმდებით. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ არ დავიცავთ რაღაც პირობებს. ჩვენით გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა მითითება ზედმიწევნით სწორად შესრულდეს. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს მითითებები და უნდა გავიხსნათ“,- აღნიშნა ალავერდაშვილმა.
ცნობისთვის, ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან 1 თებერვლიდან შეზღუდვების კიდევ ერთხელ გახანგრძლივების საფრთხეს ხედავს და მთავრობას კერძო სექტორის ამოქმედებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადებით და კრიზისის დაძლევის 6 პუნქტიანი გეგმით, რამდენიმე ბიზნესასოციაციამ ხელისუფლებას დღეს მიმართა.