სმართალია, ჰოლივუდი არასდროს უჩიოდა ლამაზი ქალბატონების და სიმპათიური მამაკაცების სიმცირეს, მაგრამ ჯონი დეპი მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან ბრწყინვალე ტალანტთან და ფანტასტიკურ ჰონორარებთან ერთად, მაცდუნებელი გარეგნობით და იმ იშვიათი შარმით გამოირჩევა, რომელიც არცერთ ქალბატონს არ ტოვებს გულგრილს.
ჯონი დეპი და მისი ქალები:
ლორი ენ ელისონი (1983-1985) – ელისონი მცირე კინოსტუდიაში მუშაობდა გრიმიორად, თავისუფალ დროს კი, ჯგუფის The Kids-ის წევრებთან ატარებდა, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ 20 წლის როკ-მუსიკოსობაზე მეოცნებე ჯონი დეპი იყო. ხუთი წლით უფროს ლორი ენზე ჯონმა 1983 წელს იქორწინა და მართალია, ორი წლის შემდეგ გაშორდა, მაგრამ ელისონმა მაინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში, რადგან სწორედ მისი წყალობით გაიცნო ნიკოლას კეიჯი, რომელმაც თავის მხრივ საკუთარი აგენტი გააცნო და პირველი ეპიზოდური როლიც მიიღო ტელედადგმაში.
შერილინ ფენი (1986-1989) – ჯონი და შერილინი სერიალის „ჯამფ სთრით 21“-ის გადასაღებებზე შეხვდნენ ერთმანეთს. რომანი სწრაფად დაიწყო და მთელი სამი წელი გაგრძელდა. ახალგაზრდულმა სერიალმა დეპი მოზარდი გოგონების კერპად აქცია, ფენმა კი, რამდენიმე წლის შემდეგ ცნობილი „ტვინ პიქსით“ მოიპოვა პოპულარობა. მართალია, წყვილი სერიოზულად გეგმავდა დაქორწინებას, მაგრამ ნიშნობის შემდეგ გაურკვეველი მიზეზებით დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა მათი რომანი მაინც შევიდა ჰოლივუდის ისტორიაში, რადგან ოლივერ სტოუნის ფილმში „ოცეული“ დეპს სწორედ შერილის სახელი აწერია ჩაფხუტზე.
ჯენიფერ გრეი (1989) – სწრაფი რომანი მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა. „ბინძური ცეკვების“ ვარსკვლავით მოხიბლულმა დეპმა ისევ დაქორწინება გადაწყვიტა, თუმცა გრეიმ მოითხოვა დროებით გადადება, რადგან მორიგ პროექტში მონაწილეობისთვის ემზადებოდა. კომედია „ბროდვეის მაძებრები“, რომელშიც გრეი მადონას და მეტ დილონს უწევდა პარტნიორობას გაქირავებაში ჩავარდა, რასაც დეპთან ნიშნობის გაუქმებაც მოჰყვა. ორი წლის შემდეგ კი, ჯენიფერ გრეიმ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა მარცხიანი პლატიკური ოპერაცია გაიკეთა და სამუდამოდ დაუსვა წერტილი საკუთარ კარიერას.
უაინონა რაიდერი (1989-1993) – ვაინონა ჯონმა ნიუ-იორკში ფილმის „დიდი ცეცხლოვანი ბურთების“ პრემიერაზე გაიცნო, რომელშიც რაიდერი როკ’ნ’როლის ვარსკვლავის ჯერი ლუისის საცოლის როლს ასრულებდა. „ეს ერთი ნახვით შეყვარება და ჩემი პირველი სერიოზული რომანი იყო“, – აღნიშნა მოგვიანებით დეპმა, რომელმაც სამკვირიანი ნაცნობობის შემდეგ რაიდერსაც ცოლობა შესთავაზა. წვილმა ერთად მიიღო მონაწილეობა ტიმ ბერტონის ფანტასტიკაში „ედვარდი- ხელმაკრატელა“ და წარმატებაც თანაბრად გაინაწილა. ახალგაზრდა ვარსკვლავების – 26 წლის დეპის და 17 წლის რაიდერის რომანი ტკბილი ლუკმა აღმოჩნდა ჯურნალისტებისთვის. „შევთანხმდით, ყოველთვის გახნილი ვყოფილიყავით პრესისთვის და ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით“, – სინანულით გაიხსენა დეპმა, რადგან სწორედ ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ჭორები გახდა პირველი სერიოზული კონფლიქტის მიზეზი. წყვილი დროებით დაშორდა, რამდენიმე დამოუკიდებელი პროექტის შემდეგ კი, ისევ შერიგდნენ და ქორწინების დღეც დაგეგმეს, თუმცა თავისუფალი დრო ვერ გამონახეს და რამდენჯერმე გადედული ქორწინების შემდეგ საერთოდ დაშორდნენ.
კეიტ მოსი (1993-1997) – კეიტი ნიუ-იორკის Cafе Tabac-ში გაიცნო ჯონმა და ისევ ერთი ნახვით შეუყვარდა. ბუნტისთავების იდეალური წყვილისთვის სამყარომ შეწყვიტა არსებობა, ცხოვრების წესად კი, სექსი, ნარკოტიკები, როკ’ნ’როლი და ეპატაჟი იქცა. წყვილი არც შიშველ ფოტოსესიებს ერიდებოდა, არც ხამურიან სკანდალებს პუბლიკაზე. მორიგი ჩხუბის შემდეგ დეპმა ნიუ-იორკში, Mark Hotel-ის ნომერი დაარბია, რასაც დაპატიმრება და სოლიდური ჯარიმა მოჰყვა, თუმცა სანაცვლოდ მოსის საჯაროდ სიყვარულში გამოტყდომა მიიღო. წყვილი მუდმივად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, ამიტომ პრესამ მათ სიყვარულს „კოკაინური რომანი“ უწოდა. ეიფორია 1997 წელს დასრულდა, წყვილმა თავი შეიკავა კონფლიქტის მიზეზე საუბრისგან, თუმცა ორივემ აღნიშნა, რომ მტკივნეულად განიცადეს დაშორება.
ვანესა პარადი (1998-2012) – ფრანგმა მსახიობმა და მომღერალმა 36 წლის დეპს ის შესთავაზა, რაც მანამდე არასდროს ჰქონდა – სიმშვიდე, ოჯახი და მზრუნველობა მართლაც ძალიან სჭრდებოდა დეპს, „თითქოს ბურუსიდან გამომათრიეს“, – გაიხსენა ჯონმა, რომელმაც ვანესას მიმართ სიყვარულს „გამოფხიზლება“ უწოდა. 15-წლიანმა რომანმა ქორწინების გარეშე, ორმა შვილმა და სკანდალების გარეშე მშვიდმა ცხოვრებამ დეპსა და პარადის წყვილი „ყველაზე ერთგულ ვარსკვლავურ წყვილად“ აქცია, თუმცა 2012 წელს დეპის „გამოფხიზლება“ ისევ ბურუსმა შეცვალა.
ემბერ ჰერდი (12012-2016) – წყვილის ნაცნობობა ფილმის „რომის დღიური“ გადაღებებზე შედგა. მართალია, ფილმა არ გაამართლა, მაგრამ დეპისა და ჰერდის ნაცნობობა აღმოჩნდა ბევრად შედეგიანი. რომანი, რომელიც თავიდან მხოლოდ პრესის ფურცლებზე არსებობდა, მალე ოფიციალურად გაცხადდა და ბაჰამის კუნძულებზე ქორწინებით დასრულდა. ჰერდთან ქორწინება დეპისთვის წარსულში დაბრუნებად იქცა, რადგან ვანესასგან განსხვავებით ემბერი აქტიური, ზოგჯერ ზედმეტად ენერგიული, თავგანწირული ქალბატონი აღმოჩნდა, რომელიც არასდროს ერიდებოდა უსიამოვნებეს. ურთიერთობა მართლაც სახიფათო აღმოჩნდა, რადგან ქორწინებიდან 15 თვის შემდეგ ემბერმა სასამართლოში მოითხოვა განქორწინება, ერთი კვირის შემდეგ კი, პოლიციას მიმართა, დეპს ძალადობაში, ფიზიკური ზიანის მიყენებაში დასდო ბრალი და დამადასტურებელი ფოტოებიც წარმოადგინა. სკანდალმა დეპის ფილმი „ალისა სარკის მიღმა“ იმსხვერპლა, რომელიც არა მხოლოდ წინა ნამუშევრის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ წარმატება ვერ გაიმეორა, არამედ გაქირავებაშიც სამარცხვინოდ ჩავარდა. ჯონის დაცვა ვაინონა რაიდერმა და მისმა ქალიშვილმა ლილი-როუზმა გადაწყვიტეს. კომიკოსმა დაგ სტენჰოუპმა ემბერს უგულო მატყუარა უწოდა და ჯონის შანტაჟში დაადანაშაულა, არ ჩამორჩა არც ბენისიო დელ ტორო, რომელმაც ჰერდს ძველი ცოდვები გაუხსენა. სასამართლო განხილვა რამდენიმე წელი გაგრძელდა და ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ განქორწინებად იქცა.