LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციური პარტიების განცხადებები სიცრუეა – “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მარნეულში

98

“ევროპული საქართველოს” ბრალდებებს მარნეულში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თეიმურაზ აბაზოვი უსაფუძვლოს უწოდებს.

“08:00 საათზე გაიხსნა უბნები, ოპოზიციური პარტიებისგან გაკეთებული განცხადებები არის სიცრუე და არის ტყუილი. „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება – თუ რამე იქნება, არსებობენ შესაბამისი უწყებები და ისინი გაარკვევენ”, – განაცხადა თეიმურაზ აბაზოვმა.

მან კომენტარი „ქართული ოცნების“ ოფისთან ორი დღის წინ მომხდარ თავდასხმაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავენ.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატის განცხადებით, მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე მათ დამკვირვებლებს არ უშვებენ.