LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 იანვარიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება

98
fortuna.ge (4)

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამის შესახებ ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

”რეგისტრაციისათვის, მათ 20 იანვრის 09:00 საათიდან პირველი თებერვლის 18:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected]

სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს, ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

დეტალური ინფორმაცია, ასევე შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2298

გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები