LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე კეთილი ზოდიაქოს ნიშნები

773

ასტროლოგები დარწმუნებული არიან, რომ დაბადების თვე და რიცხვი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს და მის თვისებს. საინტერესოა, ჰოროსკოპის რომელი ნიშნები გამოირჩევიან განსაკუთრებული სიკეთით?

* ტყუპები

ტყუპების უსაზღვრო სიკეთე მათთან ურთიერთობის პირველსავე წუთებში იგრძნობა. საკუთარი ქარიზმითა და გონებამახვილობით ისინი სწრაფად განაწყობენ გარშემომყოფებს პოზიტიურად, რომელთაც ერთის მხრივ სიმსუბუქით, მეორეს მხრივ კი, საკუთარი ინტელექტითა და სიღრმისეული აზროვნებით იზიდავენ, გარდა ამისა, თავისუფლად შეუძლიათ დაარწმუნონ ნებისმიერი, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანია.

* ლომი

ლომი ყველაზე კეთილი, მეგობრული ზოდიაქოს ნიშანია და ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს თავს, როცა სხვებს ეხმარება. ზოდიაქოს ამ ნიშნის გვერდით ნებისმიერი მშვიდად და კომფორტულად გრძნობს თავს. უნივერსალური ლომი ყოველთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი, ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ პოზიტიურს ხედავს და სწორედ ეს თვისება ხიბლავს მასში გარშემომყოფებს.

* ქალწული

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სიკეთე ქალწულის მეორე სახელია, რადგან მას თანდაყოლილი გულისხმიერება ახასიათებს და არასდროს აძლევს საკუთარ თავს უხეშად მოქცევის უფლებას, ყოველთვის სწრაფად ერკვევა ადამიანებში, მათი გრძნობებსა და სურვილებში. ზოდიაქოს ნიშნებს შორის ქალწული ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია, რომელსაც თავის გაწირვაც კი შეუძლია საყვარელი ადამიანისთვის.

* თევზები

თევზები ყველაზე მეგობრული ზოდიაქოს ნიშანია, რომლისთვისაც აუცილებელია ადამიანებთან ახლო, უშუალო კონტაქტის დამყარება და ბუნებით გამბედავს, ყოველთვის თავისუფლად შეუძლია ახლობლების დასახმარებლად საკუთარი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა. გარდა ამისა, ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაზე მგრძნობიარე და ჭკვიანია, რომელსაც აუცილებლად ყურადღებით მოგისმენთ, გითანაგრძნობთ და საჭირო რჩევასაც მოგცემთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები