LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის “ქართული ოცნებისა” და პირადად ივანიშვილის უმოქმედო პოლიტიკის შედეგი: ლევან თარხნიშვილი ოკუპანტების მიერ 3 მოქალაქის უკანონო დაკავებაზე

58
tarxnishvili

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, სოფელ ხურჩაში, ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის უკანონო დაკავებას ეხმაურება. თარხნიშვილის თქმით, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის უმოქმედო პოლიტიკისა და საერთაშორისო ბერკეტების არგამოყენების შედეგია.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ოკუპაციიის ხაზთან პატრულირება და საგუშაგოები გააუქმა , რამაც მძიმე შედეგი მოიტანა  და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაუცველები, ბედის ანაბარა დატოვა.

„ეს არის საქართველოს მთავრობის, “ქართული ოცნებისა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რასაც ისინი ბოლო 8 წლის განმავლობაში ახორციელებენ. სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი ფაქტი –  გვახსოვს ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, რომელსაც ფაქტობრივად რეაგირება არ მოჰყოლია, გვახსოვს მცოცავი ოკუპაცია, გვახსოვს ჩვენი მოქალაქეების გატაცებები.

“ფაქტობრივად, ეს არის ჩვენი მთავრობის უმოქმედობისა და იმის შედეგი, რომ ისინი არ იყენებენ მათ ხელთ არსებულ საერთაშორისო ბერკეტებს; არ იყენებენ იგივე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, არ იყენებენ ჟენევის მოლაპარაკების შესაძლებლობებს. ერთადერთი საარჩევნო დანაპირები, რომელიც “ქართულმა ოცნებმა” შეასრულა არის ის, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგნების სიიდან გაქრა,” – აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

მისი აზრით, აღნიშნულ შემთხვევაშიც არ არის პირველი ფაქტი, როდესაც სამართალდამცავები თავისი მოვალეობის შესრულებით დაკავებული არ არიან, იქნება ეს კრიმინალთან თუ ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლა.

“პირველი, რაც  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ “გააკეთა, იყო ის, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები გააუქმა. გააუქმა პატრულირება და ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაქტობრივად ბედის ანაბარა დარჩენილები და დაუცველები არიან.

“რათქმაუნდა, ერთი მხრივ, ეს რუსი ოკუპანტების მოქმედების შედეგია, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ უფრო უნდა გვაინტერესებდეს ის, თუ რა პასუხს სცემს მათ საქართველოს ხელისუფლება და სამწუხაროდ ხელისუფლება უმოქმედოა,“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები