LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დე არმასი და ბენ აფლეკი ერთწლიანი თავბრუდამხვევი რომანის შემდეგ დაშორდნენ – მიზეზი ცნობილია

947
page

48 წლის ბენ აფლეკი და 32 წლის ანა დე არმასი 2020 წლის პანდემიურ წყვილად დასახელდა. ისინი საკმაოდ ხშირად ჩნდებოდნენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიყვარულის გამოხატვას საერთოდ არ ერიდებოდნენ. ბენმა ანა დედასაც გააცნო და ყველა ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ მალე წინ კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილი გველოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა.

დასავლური მედიის ცნობით ბენი და ანა ერთმანეთს დაშორდნენ. ინსაიდერების თქმით, დაშორების ინიციატორი თავად არმასი გახდა. წყილმა გადაწყვეტილება მშვიდად მიიღო.

რაც შეეხება მიზეზს, საბაბი ბენის პირადი ცხოვრება გახდა. ანას აღარ სურდა ლოს-ანჯელესში ყოფნა, მაგრამ ბენი ვერ ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, სადაც მისი და ჯენიფერ გარნერის შვილები ცხოვრობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები