საახალწლო არდადეგები დასრულდა – დღეიდან საქართველოს ქალაქების დიდ ნაწილში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლის დასაწყებად მზად არიან სკოლებიც, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. პარალელურად დღეიდანვე აღდგება ონლაინგაკვეთილები “ტელესკოლის” ფორმატში.
“10 დიდ ქალაქში სწავლა დაიწყება დისტანციურ ფორმატში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში და სოფლად სკოლები საკლასო ოთახში განაახლებენ სასწავლო პროცესს. ასევე ორშაბათს დაიწყება ტელესკოლა, რომელიც არის დამხმარე, დამატებითი სერვისი,” -აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.