LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, ერთადერთი საიმედო გამოსავალი-ვაქცინაციაა” – მარინა ენდელაძე

114
marina-endeladze-w-h

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის გარეშე მსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა.

მისივე თქმით, პირველ რიგი საქართველოში ვაქცინაცია დაიწყება რისკჯგუფებზე, შემდეგ კი მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება.

“მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე. შეუძლებელია, ადამიანებმა ვიცხოვროთ მუდმივად რეგულაციების ქვეშ. ერთადერთი საიმედო გამოსავალი ეს არის ვაქცინაციის ჩატარება. პირველ ეტაპზე იქნება მცირე დოზა, მაგრამ მე როგორც ვიცი, ემზადება ქვეყანა, რომ მასიურად მოხდეს ვაქცინაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაიწყება რისკჯგუფებიდან და შემდგომ მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება. ვაქცინაცია შეამცირებს ამ დაავადების რაოდენობას და პარალელურად, ჩვენ, ჯერჯერობით, ისევ მოგვიწევს რეგულაციების დაცვა.”-აცხადებს მარინა ენდელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები