LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ტოკიოს, სეულის და ნიუ-იორკის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნება

1117
1595972233-1594320268-shutterstock-699697081

თბილისიდან, შესაძლოა, ტრანსკონტინენტალური ავიარეისები შესრულდეს. როგორც ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, თუ სახელმწიფოსთან მემორანდუმს ხელი მოეწერა, კომპანია იმუშავებს შორი მანძილებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვაზე.

„ეკონომიკას ახლა სჭირდება სწრაფი ამუშავება და ეს ვერ მოხდება მეზობელი ქვეყნების ხარჯზე. ლოკალურ ტურიზმზე მე არ მაქვს გათვლა. ერთადერთი, სადაც არის პანდემიის მიუხედავად უკეთესი სიტუაცია, იმ მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ეს არის იაპონია (ტოკიო), სამხრეთ კორეა (სეული), ჩინეთი. ეს არის შორი რეისები 8-9 საათიანი ფრენით, სადაც აქამდე საქართველოდან პირდაპირი რეისები არ შესრულებულა. საუბარია ასევე ნიუ იორკის და მადრიდის რეისებზე. ეს არის ახალი მიმართულებები, სადაც პირდაპირი რეისები არასოდეს ყოფილა“, – განუცხადა გიორგი კოდუამ „ბიზნესპრესნიუსს“.

მისივე ინფორმაციით, ის მზად არის ჩამოიყვანოს 50 მლნ დოლარის ღირებულების „ეარბას 330“ და დასვას თბილისში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები