LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას უნდა პარლამენტში შესვლა, ახლა ცდილობენ, როგორმე გამოვიდნენ საკუთარი სიტყვის ტყვეობიდან” – ”მოქალაქეები” და ”გირჩი” ”სტრატეგია აღმაშენებელთან” შეხვედრას გამართავენ

84
dfgalll

”მოქალაქეები” და ”გირჩი” ”სტრატეგია აღმაშენებელთან” შეხვედრას კვირას, 17 იანვარს გამართავენ. ამის შესახებ, ”მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

”შევთანხმდით, რომ წავალთ და დაველაპარაკებით ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს. ”გირჩს” აქვს ინიციატივა, რომ თუ ჯამურად თვითმმართველობის არჩევნებზე ”ქართული ოცნება” დამარცხდება ოპოზიციასთან, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველას უნდა პარლამენტში შესვლა, ახლა ცდილობენ, როგორმე გამოვიდნენ საკუთარი სიტყვის ტყვეობიდან. ჩვენ ამაში დავეხმარებით.” – აღნიშნა ელისაშვილმა.

მისი ვარაუდით, დიალოგის მეხუთე რაუნდი შესაძლოა ჩაიშალოს და ამ შემთხვევაში ”მოქალაქეები” მზად არიან, ინდივიდუალურად, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ელჩების თანდასწრებით შეხვდნენ ”ქართულ ოცნებას”.

ბექა დავითულიანი ოპოზიციას მოუწოდებს გადადგან ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას წაადგება

”ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად. ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა”. – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გირჩის ოფისში დღეს პარტია “მოქალაქეებისა” და “გირჩის” წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, მხარეებმა, როგორც ოპოზიციის მოთხოვნებზე, ასევე მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივაზე იმსჯელეს.