ამერიკელმა მილიარდერმა და ქველმოქმედმა, ჯორ სოროსმა, საკუთარი კაპიტალის 80% (18 მილიარდი დოლარი) ფონდ „ღია საზოგადოებას“ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ყველაზე დიდი შემოწირულებაა, რაც კი სოროსს ერთი კერძო ფონდისთვის მიუცია. გამოცემა ასევე წერს, რომ ეს ტრანსფერი სოროსმა რამდენიმე წლის წინ განახორციელა, თუმცა ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.
„ფონდი ღია საზოგადოება“ ჯორჯ სოროსმა 30 წლის წინ დააარსა. ფონდი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით 120 ქვეყანაში მუშაობს.
აშშ-ში სოროსი არა ერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი რესპუბლიკური პარტიის, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. ამის მიზეზი კი უმთავრესად დემოკრატიული პარტიისა და ჰილარი კლინტონისთვის შეწირული თანხები იყო.
ფონდი ღია საზოგადოება საქართველოშიც მუშაობს.