თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ბორტზე სარქველიანი პირბადის ტარება აკრძალა. საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბილალ ეკშმა Twitter-ის საშუალებით ამცნო.
ეკშმა მგზავრებს მოუწოდა ახალ რეგულაციას დაემორჩილონ, რომლის ფარგლებშიც, სარქველიანი პირბადის ტარების შემთხვევაში, Turkish Airlines-ის ბორტგამცილებელი მის ჩანაცვლებას სამედიცინო პირბადით მოგთხოვთ.
Turkish Airlines-ის გენერალური დირექტორის განმარტებით, მგზავრების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების მიერ სარქველიანი პირბადის გამოყენება აკრძალულია.