Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოში მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა იგეგმება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა იგეგმება

199

სასტუმრო „გალერი პალასში“ საქართველოს ბუნებრივი და ეკონომიკური კაპიტალის დასაცავად, მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვაზე იმსჯელეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. პროექტს – „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი სასოფლო თემებისთვის საქართველოში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვით ცენტრთან (REC) ერთად ახორციელებს და ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტი საქართველოს 4 მუნიციპალიტეტს: გორს, ყვარელს, საგარეჯოს და ქარელს მოიცავს.

შეხვედრაზე, მიწის დეგრადაციის პრევენციასა და შემცირებაზე, მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევის მხარდაჭერაზე და მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები