LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება პაკისტანში – დაღუპულია 7 პოლიციელი, დაშავებულია 22 ადამიანი

97

პაკისტანის ჩრდილოეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კვეტაში აფეთქების შედეგად შვიდი პოლიციელი დაიღუპა. მომხდარის შედეგად 22 სამოქალაქო პირი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გამოცემა Dawn-ის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც 35 პოლიციელი გადაჰყავდა, ნაღმზე აფეთქდა.

შემთხვევის ადგილზე უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები