LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ამნისტიის კანონი საკმარის მექანიზმად ვერ ჩაითვლება… საჭიროა სისტემური რეფორმა: EMC

80
FORTUNA.GE-

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) “ამნისტიის შესახებ” კანონის მიღებას ვრცელი განცხადებით ეხმიანება.

ორგანიზაცია კანონის მიღებას ზოგადად, დადებითად აფასებს. იზიარებს ჰუმანურობის აქტის მნიშვნელობას და საჭიროებას შექმნილ ვითარებაში. თუმცა,  ასევე მიუთითებს ხარვეზებზეც:

◾    EMC პრობლემურად აფასებს კანონპროექტის განხილვების პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობისთვის არასაკმარის პირობებს;

◾    ორგანიზაცია მოუწოდებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ ამნისტირებულ პირებს შესთავაზოს ადეკვატური დასაქმების და სოციო-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები მათი სრულყოფილი რესოციალიზაციის მიზნით;

◾    კანონპროექტის განხილვის პირველ ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში. მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობი იყო, რა კონკრეტული შინაარსი ექნებოდა მას. მესამე მოსმენით კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე სამოქალაქო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მხარეებს საერთოდ არ მიეცათ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია ამნისტიის შინაარსზე:

“არც კანონპროექტის განმარტებით ბარათში და არც მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებში მკაფიოდ არ ჩანდა, თუ საიდან გამომდინარეობდა კანონის მიღების აუცილებლობა. მხოლოდ ჰუმანიზმის პრინციპზე და მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დაყრდნობით აიხსნებოდა ამნისტიის კანონის მიღების აუცილებლობა, თუმცა ბუნდოვანია, რატომ დადგა აღნიშნული საკითხები დღის წესრიგში არჩევნების შემდეგ”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამნისტიის კანონი არ არის საკმარისი მექანიზმი და კვლავ საჭიროა ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმა:

“ამნისტიის ერთ-ერთი ძირითადი ადრესატი ნარკოტიკული დანაშაული იყო და საბოლოოდ დამტკიცებულმა კანონმა სხვადასხვა ფორმით დაფარა ნარკოტიკის მოხმარებასთან და პირადი მოხმარების მიზნით მის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული ქმედებები.

სამწუხაროდ, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამნისტიის კანონი ვერ ჩაითვლება არსებული მკაცრი და უსამართლო მიდგომების სრულად დაბალანსებისთვის საკმარის მექანიზმად და ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის საჭიროება კვლავაც დღის წესრიგში დგას”.

EMC პოზიტიურად აფასებს ამნისტიის მუხლების გაფართეობას:

“პირველად ინიცირებულ რედაქციასთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ამნისტიის ფარგლები და დიდწილად მოიცვა ქონებრივი, ეკონომიკური და სხვა ისეთი ქმედებები, სადაც არ იკვეთება არაერთგზისობის, ორგანიზებული დანაშაულის, ოჯახური ძალადობის თუ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები”.

კანონი "ამნისტიის შესახებ" ძალაში შევიდა: ვინ და როდის ტოვებს საპატიმროებს

ამნისტია შეეხება 1 500-ზე მეტ პატიმარს. 10 ათასზე ავა იმ პირების რიცხვი, რომელიც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს.

ორგანიზაცია ასევე დადებითად აფასებს კანონის სპეციალურ ჰუმანურ მიდგომას ქალების მიერ ჩადენილი გარკვეული სახის დანაშაულზე და იქვე ხარვეზზეც მიუთითებს:

“იმისთვის რომ აღნიშნულ დანაშაულებში მსჯავრდებულ ქალებს მოუხდელი საპატიმრო სასჯელი შეეცვალოთ შინაპატიმრობით, ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილის ყოლა. ბავშვთა ინტერესების აღიარება და მისი გათვალისწინება ამნისტიის პროცესში მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორია და მისასალმებელია.

ამ შემთხვევაში ბუნდოვანია, რა ლოგიკით მოხდა მსჯავრდებულთა დიფერენცირება. ბავშვთა ინტერესებისა და ოჯახის შიგნით ზრუნვის პრაქტიკაში ქალებსა და კაცებს შორის როლების თანასწორი გადანაწილების პრინციპის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სწორი იქნებოდა, რომ ამ ნაწილში ამნისტიის ადრესატები ქალი და კაცი მსჯავრდებულები თანაბრად ყოფილიყვნენ.

რაც შეეხება სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისთვის საპატიმრო სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლას, ორგანიზაცია აცხადებს, რომ:

“ამ შემთხვევაშიც ჰუმანური მიდგომის ერთ-ერთი წინაპირობა სტატუსის შეუჩერებლობაა. ეს წინაპირობაც უსამართლობის წყარო შეიძლება გახდეს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ სტუდენტს შესაძლოა ობიექტური გარემოების გამო ჰქონდეს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული. ამგვარი ფორმალური კრიტერიუმის დაწესება კი ამ შეღავათს მეტწილად ილუზორულს ხდის”.

”პრეზიდენტმა პარტიული დავალება შეასრულა” – უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ამნისტიის შესახებ

ორგანიზაციაში ასევე საუბრობენ ამნისტიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე:

“მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება პენიტენციური დაწესებულებებიდან გამოსული პირების მხარდაჭერა და მათთვის დასაქმების, სოციალური და ჯანდაცვითი სერვისების შეთავაზება;

სისხლის სამართლის სისტემაში მოხვედრილ პირთა რესოციალიზაციის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომები არსებითად საჭიროებს გაძლიერებასა და გამრავალფეროვნებას;

როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის ერთობლივი მუშაობით, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიწიოს, რომ ამნისტირებულ მოქალაქეებს ჰქონდეთ საზოგადოებაში ღირსეულად დაბრუნების ადეკვატური პირობები, რათა მათი სრულყოფილი რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია საფრთხის ქვეშ არ დადგეს.