საერთაშორისო ამერიკული ავტოსალონის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ 2021 წელს ტრადიციული ავტოსალონი არ ჩაატარონ. კორონავირუსის გამო სრულიად ახალი შოუ გაიმართება, სახელად Motor Bella– ფესტივალი სუფთა ჰაერზე.
Motor Bella მიჩიგანში ჩატარდება და მაყურებელი მასზე დასწრებას 23–დან 26 სექტემბრამდე შეძლებს. 21 სექტემბერს კი ორგანიზატორები კარს პრესისთვის გახსნიან. კომპლექსი სადაც ახალი შოუ გაიმართება, 150 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს და ავტოდრომის სიახლეების წარსადგენად 2,5 კილომეტრიანი ტრეკიც აქვს.
პანდემიამ ავტოსამყარო აიძულა, რომ ავტოსალონების ჩასატარებლად ახალი გზები ეძიოს და დახურულ სივრცეებს მაქსიმალურად მოერიდოს. გარდა ამისა, სუფთა ჰაერს თავისი პლუსებიც აქვს, მაყურებელს საშუალება აქვს რომ სიახლეები ტრეკზე შეამოწმოს, ეს ოფცია ხომ დახურულ ავტოშოუებზე მიუწვდომელია.
ავტოსალონები ახალი ავტომობილების გასაპიარებლად მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს და Covid-19–მა ავტოსამყაროს სერიოზული დარტყმა მიაყენა.