8 წლის ირანელი ბიჭუნა „ლივერპულის“ აკადემიიდან არატ ხოსეინი თანატოლებს შორის აშკარად გამორჩეულია. ის ერთი მეორის მიყოლებით იშორებს მეტოქეებს. ამასთან, მარტო ფეხბურთით არ არის დაკავებული. საკმარისია ამ ვუნდერკინდის პრესს შეხედოთ და ყველაფერი გასაგები გახდება.
ბიჭი ჯერ კიდევ მაშინ გახდა პოპულარული, როდესაც 1 წლის იყო. მაშინ მშობლებს არ სურდათ შვილის ფეხბურთზე მიყვანა. ასეთ ადრეულ ასაკში მას შეეძლო არა მარტო სიარული, არამედ სალტოც კეთებაც, რის გამოც ინსტაგრამზე ვირუსულად გავრცელდა.
8 წლის ბიჭს ფოლადის პრესი აქვს, მყარი ტორსი და აშკარა მიდრეკილება ფეხბურთისადმი. ის „ლივერპულშია“ და დაუჯერებელი დრიბლინგით მეტოქეებს ამწარებს. ალბათ ასეთი უნარების გამო იყო, რომ ირანელმა თვით ლეო მესის ყურადღებაც მიიპყრო. არგენტინელმა ერთ-ერთ ვიდეოზე კომენტარიც დატოვა და აღნიშნა, რომ არატას ტექნიკით შთაბეჭდილებების ქვეშაა.
ამასწინ ბავშვის ინსტაგრამზე ახალი ვიდეო გამოჩნდა, სადაც ვუნდერკინდი მესისა და სალაჰის სტილში ატყუებს მოწინააღმდეგეებს.
Six-year-old Arat Hosseini is absolutely incredible at football already ?
He's currently training with Liverpool's academy ?
? Instagram: arat.gym pic.twitter.com/flwyvT74Gd
— Goal (@goal) January 12, 2021
არატა ხოსეინის ინსტაგრამზე 4.6 მილიონი გამომწერია, მათ შორის ცნობილი ფეხბურთელები რიო ფერდინანდი, ჯონ ჯონსი და რაჯა ნაინგოლანი.