ქეით მიდლტონი პრინც ჰარისა და უილიამს საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში მოულოდნელად შეუერთდა. სამეფო ოჯახის წევრების გარდა, წარმოდგენაში ფილმის „პადინგტონის თავგადასავალში“ მონაწილე მსახიობებიც მონაწილეობდნენ.
მესამე ორსულობასთან დაკავშირებით მიდლტონს დიდი ხნის განმავლობაში მძიმე ტოქსიკოზი აწუხებდა, რის გამოც ის საზოგადოებაში გამოჩენისგან თავს იკავებდა. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ის თავს გაცილებით კარგად გრძნობს, რადგან ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ის საზოგადოებაში გამოჩნდა.
https://www.youtube.com/watch?v=6Y7qbiiFU3g