LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავ, სკოლებში ძალადობის შემთხვევებზე, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს – ომბუდსმენი

63

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, განცხადებით, სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობისა და თანატოლებს შორის ბულინგის კუთხით ვითარება საკმაოდ მძიმეა. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ხშირია, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა.

ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ შემთხვევებთან დაკავშრებით კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

“კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ბულინგი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ძალიან ბევრ პირს, რომელიც სკოლაში მუშაობს, არა აქვს ნათელი წარმოდგენა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მისი პრევენციის და რეაგირების მექანიზმზე და ესეც გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი პრობლემა.

“ცალკე გამოსაყოფია ის, რომ ბევრი, როგორც მოსწავლე, ასევე მასწავლებელი, ძალადობად არ აღიქვამს ძალადობის ცალკეულ სახეებს, როგორიც არის, მაგალითად, ცემა, თავშიო წამორტყმა, ყურის აწევა და ა.შ.

“არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მონიტორინგი სახალხო დამცველის ინიციატივითა და UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები