შსს-ს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი ნარკოდანაშაულისთვის გაჩიანში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
შსს-ში განმარტავენ, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.