შემოდგომის დადგომასა და ამინდის ცვლილებასთან ერთად გვიწევს იმაზე ზრუნვა, როგორ გავამდიდროთ შემოდგომა–ზამთრის გარდერობი. მანამ, სანამ გარდერობს განაახლებდეთ, თვალი გადაავლეთ 2017 წლის მოდურ ტენდენციებს. მაშ ასე, როგორი სვიტერებია მოდაში:
„სითბო, სითბო და კიდევ ერთხელ სითბო!“ – გადაწყვიტეს ტრენდსეტერებმა და გააგრძელეს მოდა სვიტერზე მაღალი და მოცულობითი ყელით.
აღსანიშნავია, რომ სვიტერი აუცილებლად გრძელი, თითქმის მუხლამდე, ერთი ფერის და ნახატის გარეშე, უხეშად ნაქსოვი და „ოვერსაიზის“ სტილში უნდა იყოს.