დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მესამე ტალღასთან დაკავშირებული მოლოდინები სრულიად საფუძვლიანია.
“ძალიან მშვიდად არ უნდა ვიყოთ,იმიტომ რომ ჯერჯერობით პანდემია ვითარდება და ფართოვდება. ამიტომ, ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან წინ არის თებერვალი, მარტი, აპრილი”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მესამე ტალღა აპრილამდე იქნება თუ სწორ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, გააკეთონ სუბსიდირება, რომ პირბადე 5 თეთრი ღირდეს – გიორგი ფხაკაძე
მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების კლება დადებითი ფაქტია, თუმცა დღეში 1500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
“ყოველდღიური შემთხვევები აღარ არის 5-6 ათასი, მაგრამ ეს 1000 და 1500 საქართველოსთვის ძალიან ბევრია. მობილიზაცია არ გვაძლევს საფუძველს, რომ მოვეშვათ და გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ ისე, რომ არ დავიცვათ ძალიან მკაცრად ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.