LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა: მათ შორის ერთი 5 თვის ბავშვია

132
1552285292584391

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა.

ხუთივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ხუთივე მთგანმა ისადილა და მოგვიანებით ერთმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამმა ჯგუფმა მოწამლულები გადაიყვანა. ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი, ხუთი თვის ბავშვი თავს კარგად გრძნობს, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”,-განუცხადა საავადმყოფოს მენეჯერმა რევაზ კუჭუხიძემ „მეცხრე არხს“.

ექიმი აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს.

„ზოგი სავარძელში იწვა, ზოგი-დივანზე, ზოგი-იატაკზე. ყველა მათგანი იყო უგონოდ. გამოვიძახე დამხმარე ბრიგადები. მათ მოსვლამდე გავუწიეთ პირველადი დახმარება. ბავშვი იყო ცალკე ოთახში, დროულად მოარიდეს და გაიყვანეს მეზობლებმა, მათვე დარეკეს სასწრაფოშიც“,-აცხადებს ექიმი მაია ქუტიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები