LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის ახალი რედაქციით ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები ძლიერდება- გიორგი კვირიკაშვილი

71

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის ახალი რედაქციით მიღებას ულოცავს. პრემიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები ძლიერდება

 

ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის – ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით მიღებას. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

ეს არის თანამედროვე, დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელიც უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, პროგრესის, სტაბილურობის და ევროპული მომავლის შემდგომ გარანტად…

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ძლიერდება ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მისწრაფებები და ღირებულებები ასახულია ქვეყნის მთავარ კანონში და დავარწმუნო ისინი, რომ ჩვენს მიერ დემოკრატიის განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ უკეთეს ხვალინდელ დღეზე აუცილებლად აისახება- აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები