შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხეში სასაზღვრო სექტორში ბანგლადეშის რესპუბლიკის 6 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა ედებათ.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).”-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.