პლანეტის ნომერი პირველი უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი აღარ არის, მისი ადგილი Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა დაიკავა.
Bloomberg-ის ცნობით, მასკის ქონება ამჟამად 195 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას მეორე ადგილზე „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მოჰყვება, რომლის ქონებაც დღევანდელი მონაცემებით, 185 მილიარდი დოლარია. ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს 2017 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ მასკის დაწინაურება Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში Tesla-ს აქციების ღირებულების რეკორდულმა ზრდამ განაპირობა. გასული წლის განმავლობაში, Tesla-ს აქციების ღირებულება 743%-ით გაიზარდა.