როგორც ცნობილია, „მატრიცა 4“ – ის გადაღებები დასრულდა. კიანუ რივზი და მისი რჩეული, ალექსანდრა გრანტი ბერლინში იმყოფებოდნენ, თუმცა ახალი წლის დღეების აღსანიშნავად წყვილი მშობლიურ ამერიკას დაუბრუნდა.
ახლახანს, 54 წლის კიანუ მალიბუს სანაპიროზე დააფიქსირეს, სადაც მოტოციკლით მარტო მივიდა და გაყინულ წყნარ ოკეანეში იცურავა. მსახიობს სამხედრო საცურაო კოსტიუმი ეცვა. უნდა აღინიშნოს, რომ კიანუ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.